არჩევნები 2024

კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა – გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრაზე

მთავარის ლაივი 

"კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა" - კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მომავალი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით შეხვედრები ოპოზიციასთან დღეს დაიწყო. 

"პროცესი, ჩემი აზრით, სწორად მიდის პრეზიდენტის ინიციატივაც დროული, სწორი და რაციონალურია. სახელები, გვარები და კულუარული განხილვის პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის და იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ქვეყნის ანტიევოპული კრიზისიდან გამოყვანაზე ვთანხმდებით. ამომრჩეველს სჭირებდა სტაბილუორობის განცდა, ჩვენი ერთიანობის დანახვა , ყველას თავისი პარტიული არჩევანი აქვს, მაგრამ ყველანი ერთად იმას უნდა ვამბობდეთ, რაც არის სწორი. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთკამათის და ურთიერთდაპირისპირების გარეშე, გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება და ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს აუცილებლად, ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე.

პრეზიდენტის როლი შეუფასებელია, ამ თვალსაზრისით მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე" - თქვა გვარამიამ. 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან  ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებს დაიწყებს პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატურა, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. 

კომენტარები