მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს ქართული ოცნების გამარჯვებას. ჩვენ ასეთი ფანჩატურები ბევრი გვაქვს ნანახი: გახსოვთ, იყო შალიკოს ფანჩატური, დღეს გვაქვს სალომეს ფანჩატური. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს. მთავარია, შიგთავსი რა არის, და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს ქართული ოცნების კონსტიტუციურ უმრავლესობას.
არჩევნები 2024
კალაძე: მივესალმები, რომ 26-ში ზურაბიშვილი რადიკალებთან ერთად იზეიმებს ჩვენს გამარჯვებას
tbl.ge/6xdr
დაკოპირდა

ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახი კალაძე ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




