საფრანგეთი

ოსამა ბინ ლადენის შვილი საფრანგეთიდან გააძევეს

ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ომარ ბინ ლადენი საფრანგეთიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს. 

43 წლის ომარ ბინ ლადენი ნორმანდიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, სადაც ის პეიზაჯების ხატვით იყო დაკავებული. ქვეყნიდან გაძევების მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული "ტერორიზმის წამახალისებელი" პოსტებია. 

მინისტრის თქმით, ბინ ლადენმა, რომელიც ბრიტანელ ცოლთან ერთად რამდენიმე წლის მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა, 2023 წელს ტერორიზმის წამახალისებელი კომენტარები დაწერა სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი მედიის მიხედვით, ომარ ბინ ლადენმა მთავრობის ყურადღება მამის, ოსამა ბინ ლადენის დაბადების დღეზე სოციალურ მედიაში დაწერილმა პოსტმა მიიპყრო. 

კომენტარები