უკრაინის დაზვერვის სამსახურის მებრძოლებმა რუსული სამხედრო ტრალერი ალექსანდრ ობუხოვი დააზიანეს.
დაზვერვის სამსახურის ცნობით გემი ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და რამდენიმე თვიანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება დასჭირდება.
ალექსანდრ ობუხოვი ქალაქ ბალტიისკის პორტში იდგა. სპეცოპერაციის შედეგად მებრძოლებმა გემი ოთხ ადგილას დააზიანეს, ძრავში კი აირის გამომყოფი მილიდან წყალი მოხვდა.
როგორც დაზვერვის სამსახური წერს, გემისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ტრალერის M-503 ტიპის ძრავი დეფიციტურია.
ტრალერი სამხედრო გემის ნაირსახეობაა, რომელსაც ნაღმების აღმოჩენისა და განადგურებისთვის იყენებენ.





