როცა [ირაკლი კობახიძე] იძახის, რომ გლობალური ომის პარტიასთან უნდა დავლაგდეთ - წინადადების აბსურდულობას დააკვირდით. ჯერ გლობალური ომის პარტია რომ რა არის და არ არსებობს, ეს ერთი საკითხი, მაგრამ გლობალური ომის პარტია ჟღერს როგორც ტერორიზმის ბუდე და პლუს ამას რომ უნდა დალაგდე კიდე იმასთან, ვისზეც აქამდე იძახდი, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ქართველების დახოცვა...
ადამიანები ხომ ხედავენ ამას. აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართული ოცნების მომხრეების ჩათვლით, ხედავს ძალიან კარგად რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს არ არის არავითარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ეს თემა მოკვდა, მინავლებულია. ქართულმა ოცნებამ ეს იცის. ვულოცავ მათ ამას, იმიტომ, რომ მათ უბრალოდ დრო არ აქვთ იმისთვის, რომ რამე ახალი მესიჯი ჰქონდეთ. ეს მათი არჩევანი იყო - სახიფათო, ყველას ეშინოდა ამ არჩევანის, იმიტომ, რომ, აი, "მუშაობს ეს თემა" და ა.შ. მაგრამ არა, სულელი არავინ არ არის. კი ბატონო, შიშის ფაქტორი უმძიმესია, ეს ხალხი ატერორებს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ, ნუ, მოჭამა ამან ჭირი, მოყირჭდა ყველას.





