საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატამენტის და აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტების მიერ იმ პირების დასანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მისი ერთ-ერთ მოადგილის, მილერი ლაგაზაურის მიმართ დაწესებული სანქციები "ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება იყო".
"რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო - ვერავინ ვერ ნახა ვერცერთი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიებისა, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ მიეცათ დაცვის უფლეება, არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია თუკი აქვთ აშშ-ს არ გასაჯაროებულა.
ამიტომ, ეს იყო ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

