ევროპა

იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 ვიზას გასცემს

მომავალ წელს, იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 ვიზას გასცემს. 

2023-2025 წლებში, იტალია 452 000 სამუშაო ვიზას გასცემს, რაც წინა სამ წელთან შედარებით 150%-ით მეტია. 

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, იტალია მომვლელების ნაკლებობის გამოწვევის წინაშეა და არაერთი ფონდი, როგორიცაა სანტ'ეგიდიოს კათოლიკური ჯგუფი, დიდი ხანია მთავრობას ლობირებს, უცხო ქვეყნებიდან მეტი მომვლელი მიიღოს. 

პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობამ არაერთი ზომა მიიღო არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად, თუმცა, მუშახელის ნაკლებობის გამო, ლეგალურად დასაქმებისთვის დამატებითი ვიზების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები