სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 0.3%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 4.9%-ით გაიზარდა. განათლება 2.7%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.5%-ით, ტრანსპორტი - 4.8%-ით, ხოლო ჯანდაცვა - 0.6%-ით.
საქსტატის ცნობითვე, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.8%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.4%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 2.9%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.5%-ით, დასვენება-გართობა-კულტურა კი - 1.1%-ით.