რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთი აშშ-სთან "გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის" მზადაა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს.
"ჩვენ ჩავატარეთ რუსი კანონმდებლების ირგვლივ არსებული სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზი, გავცვალეთ მოსაზრებები და ვარაუდები აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, აშშ-ს 5 ნოემბრის [საპრეზიდენტო არჩევნების] ფონზე. ვფიქრობ, აშშ-ში განვითარებული ორპარტიული ანტირუსული კონსენსუსიდან გამომდინარე, ჩვენ [აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორების შესახებ] რაიმე ილუზია არ უნდა გვქონდეს. ამ ქვეყანასთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. ამისთვის ყველა მხრივ მზად ვართ", - თქვა რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ ისინი "ოპონენტს გამაფრთხილებელ სიგნალებს უგზავნიან", რათა მათ "სათანადოდ შეაფასონ", თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი აღნიშნულ საკითხს.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)