არჩევნები 2024

კალაძე ოპოზიციაზე: ეცდებიან არეულობის შემოტანას, სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას ნახავთ

ცხადია, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს. თავი დავანებოთ კონკრეტულ პარტიებს. მაგალითისთვის მომყავს ხაზარაძე და ელისაშვილი - ერთმანეთს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ დაავალეს, უთხრეს, თითი დაუქნიეს, რომ უნდა გაერთიანდნენ. უპრინციპო ადამიანები არიან, თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნიათ. ვიღაც ჩაწერეს საარჩევნო სიაში და საერთოდ არ უთხრეს, რომ წერდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ პირდაპირ ტელევიზიით გაიგეს, რომ წარმოდგენილი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სიაში. ვინც ნორმალურად აზროვნებს, ვისაც ქვეყანა უყვარს, ხედავს რეალურ მოცემულობას, გამოწვევებს, არავის უნდა იმ ბოროტ ძალასთან ასოცირდებოდეს, რომელსაც ამ რადიკალების სახით, კოლექტიური ნაცმოძრაობა წარმოადგენს.

[...] სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ესენი დალაგდებიან და
არჩევნების შედეგს აღიარებენ. ცხადია, როგორც წინა საპარალმენტო არჩევნებზე,
სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ექნებათ, რაღაც
დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ. გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და
სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები