ასევე ვამაყობდით, რომ საქართველო წინა წელს კანდიდატი ქვეყანა გახდა. ახლა უცხოური აგენტების კანონისა და რიგი სხვა განვითარებების ფონზე ნათელია, რომ საქართველომ გზა დაკარგა და ევროკავშირს ჩამოცილდა.
როცა ვამბობ, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი EU-ს არ დაცილებულა. EU-ს და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა კვლავ 80-90 პროცენტია. შესაბამისად, პრობლემა, რაზეც ვსაუბრობთ, არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს დაუპირისპირდა.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესია ე.წ. ცხრა ნაბიჯზე, რომელიც უნდა შესრულებულიყო, რის შედეგადაც ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო ჩიხშია შესული.
ბუნებრივია, ძალიან ცხადად ვაგრძელებთ მითითებების მიწოდებას იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად და ძალიან ცხადია, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ უნდა გაიწვიონ უცხოური აგენტების კანონი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ სამთავრობო პოლიტიკის კურსთან ნამდვილად პრობლემა გვაქვს.





