რუსული ოკუპაცია

ჩერგოლეიშვილი აფხაზეთზე: ჯერ შეფასდეს რუსეთის როლი, ურთიერთობებზე საუბარი მერე შეიძლება

რეჟიმის ბუნება გასაგებია, ეს რეჟიმი რუსულია, აქამდე თუ ვინმე ვერ ხედავდა, დღეს გაცილებით მეტი ხედავს, ჩვენთვის ეს ყველაფერი 2012 წლიდან გასაგები იყო, არა იმიტომ, რომ რუსეთში მივდივარო, იძახდა, არამედ იმიტომ, რომ რასაც იძახდა, იმის ანალიზი სხვა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ გვაძლევდა.

უბრალოდ მაშინაც წინასწარგანწყობა არსებობდა, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ვერ არწმუნებდი, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ დღეს მეტნაკლებად თვალახელილია უფრო მეტი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს და ეს 26 ოქტომბერს მინდა, რომ გამოჩნდეს.

საქმე ისაა, რომ რეჟიმის ამ პროპაგანდას ძალიან ნოყიერ ნიადაგს უქმნის ქართული ოპოზიცია, იქნება ეს მიშა სააკაშვილი, იქნება ეს ნიკა გვარამია, იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ გიორგი გახარია. ყველა საუბრობს რაღაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ამ ყველაფერზე შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრო, რაც შეფასდება რუსეთის როლი. 

რუსეთის როლის შეფასების გარეშე, მათ შორის, ეთნიკურად აფხაზებისთვის, რომ ეთნიკურად აფხაზებმაც გააცნობიერონ, რა ჩაიდინა რუსეთმა, წარმოუდგენელია ნებისმიერ რაღაცა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბარი, ჯერ უნდა შეფასდეს რუსეთის როლი. 

პრობლემა ისაა, რომ მე მგონია, ეს ოპოზიციონერებიც ამ შემთხვევაში ამ სისულელეებს და მათ შორის სრულ უპატივცემულობას ქართილი სახელმწიფოს მიმართ... რას ნიშნავს ქართულ-აფხაზური სახელმწიფო? რანაირი მოწყობაა ეს? ჩვენ აზერბაიჯანელი ეთნიკური წარმოშობის უმცირესობაც გვყავს, სომხურიც, ეთნიკური უმცირესობებით ძალიან მდიდარია საქართველო და რატომ უნდა იყოს გამორჩეულად აფხაზურ-ქართული?

საქართველო უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა რელიგიური ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით ადამიანები იყვნენ თანასწორები კანონის წინაშე, ჰქონდეთ თავისუფლება, სიცოცხლის უფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.

ფედერალისტები იმიტომ გვქვია, რომ ეს შესაძლებლად მიგვაჩნია ფედერალური მოწყობის პირობებში, ოღონდ არა სპეციალურად აფხაზებისთვის, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი ქართველისთვის ძალაუფლება უნდა იყოს დეკონცენტრირებული როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები