კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ტელეკომპანია იმედმა მათი საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება შეწყვიტა.
"2 დღის წინ, 28 სექტემბერს, ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია იმედმა, აბსოლუტურად აბსურდული მოტივით, ჩვენი კოალიციის, ძლიერი საქართველოს საარჩევნო კლიპის გაშვება შეაჩერა. ეს ვიდეო იწყება ფრაზით, რომ - ქართულმა ოცნებამ საარჩევნო დაპირებები არ შეასრულა. ახლა გეტყვით, რა შარი მოგვდეს და მიზეზად რა დაასახელეს, რატომაც ამ კლიპს არ უშვებენ. მანდ ნახსენებია ფრაზა, ქართულმა ოცნებამ დაპირებები არ შეასრულაო და თქვენ დაამტკიცეთ, რომ არ შეასრულაო". - თქვა ელისაშვილმა.
15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე TV პირველი 5 000 ლარით დააჯარიმა.
12 სექტემბერს კი, ქართული ოცნების სარჩელის საფუძველზე, მათი რეკლამის განუთავსებლობისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მთავარ არხსაც.