ნეპალში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 148 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
წყალდიდობების შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა და ადგილობრივების თქმით, სტიქიისგან თავის დასაღწევად "სახურავიდან სახურავზე დახტოდნენ".
ახლანდელი მონაცემებით, სამაშველო სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 3 600 ადამიანი გადაარჩინეს. რიგ შემთხვევაში წყალდიდობის გამო მაშველებს საბაგირო ტრანსპორტის გამოყენება მოუწიათ.
ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყრის შედეგად ნეპალში დედაქალაქ კატმანდუსთან დამაკავშირებელი გზატკეცილების უმეტესობა ჩაიხერგა.
მთავრობამ მოსახლეობას არასაჭირო გადაადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და კატმანდუს ხეობაში ღამით მანქანის ტარება აკრძალა.





