ნეპალი

ნეპალში ადიდებულ მდინარეში ტურისტული ავტობუსი ჩავარდა – სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Stringer

ნეპალში წვიმისგან ადიდებულ მდინარეში ტურისტული ავტობუსი ჩავარდა, რასაც, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერი, შაილენდრა თაფა იუწყება, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი გადაჰყავდა. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მარსიანგდის მდინარიდან 22 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული და საჰაერო გზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თაფას თქმით, საავადმყოფოში, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. 

სპიკერის ცნობით, ტურისტებს გეზი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსკენ ჰქონდათ აღებული. 

ინდური  მედიის ინფორმაციით, ინდოეთის შტატმა, სადაც ტურისტები ავტობუსზე ავიდნენ, შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოების კოორდინირებისთვის ოფიციალური წარმომადგენელი გაგზავნა.

კომენტარები