არჩევნები 2024

მაჭავარიანი: ქართული ოცნება მშვიდობის გარანტია

ერთ მხარეს არის მოცემულობა, იმ შემთხვევაში, როცა უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ხელისუფლებაში ქართული ოცნება რომ არ ყოფილიყო, რადიკალური ოპოზიცია, ჩვენი ოპონენტები საქართველოს რა დღეში ჩააგდებდა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი შევახსენოთ. მეორე მხარეს კი ის მოცემულობაა ასახული, რაც არის მშვიდობის პირობებში. მშვიდობის გარანტი კი არის სწორედ ქართული ოცნება.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მმართველი გუნდის ახალ საარჩევნო ბანერებზე.

26 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების წინასაარჩევნო ახალი ბანერები გამოჩნდა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა. ამასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ ასევე წინასაარჩევნო კლიპი დაამზადა, სადაც უკრაინის დაბომბილი და განადგურებული ქალაქები ჩანს.

კომენტარები