გერმანია-უკრაინა

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 400 მილიონით გაზრდის

www.bundestag.de

გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფენ გებესტრაიტის თქმით, გერმანიის პარლამენტი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 400 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.

"ეს საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკები, დრონები, საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, რაც ეფექტურად გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის დასაცავად". - თქვა გებესტრაიტმა.

ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მძიმე საბიუჯეტო მდგომარეობის მიუხედავად, გერმანიის მთავრობას მიმდინარე წელს უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა სურდა.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა იმედი გამოთქვა, რომ ფედერალური მთავრობა დამატებით თანხას გამოყოფდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის. ეს თანხები ემატება იმ 7,5 მილიარდ ევროს, რომელიც უკვე გამოყოფილია გერმანიის ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად.

კომენტარები