გერმანია-უკრაინა

გერმანია უკრაინას კიდევ 12 PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

wartelegraf

რამშტეინის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ყოფნისას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას 150 მილიონი ევროს ღირებულების კიდევ 12 PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს.

პისტორიუსის თქმით, პირველი ექვსი თანამედროვე საარტილერიო დანადგარი, რომელთა სროლის დიაპაზონი 30 კილომეტრზე მეტია, უკრაინას წელს, ხოლო კიდევ ექვსი მომავალ წელს გადაეცემა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინისთვის 77 Leopard 1a5 ტიპის ტანკის გადაცემას გეგმავს.

კომენტარები