თუ შენ მისი მტრის მოკავშირე ხარ, ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვება ნაბიჯები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაბიჯები პირიქით ნელი იყო, დაგვიანებული, მაგრამ გარდაუვალი.
ეს როგორ არის, იცით? დიდი გემი რომ ტრიალდება, ოღონდ ეს მოტრიალება ხდება საბოლოო ჯამში, და მერე უკან მოტრიალება არის რთული, ამ ზარალის ამოქაჩვა აქამდეც რთული იყო და სადამდეც ჩვენ მივედით, ეს არის უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და პირდაპირი ზრდა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხისა ანუ სისხლისღვრის და ომის საფრთხეს ზრდის ის, რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს იმით, რომ მისი ნაბიჯებით გვტოვებს მარტო.





