დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

პენტაგონი: აშშ ისრაელს ლიბანში მიმდინარე ოპერაციებისთვის სადაზვერვო დახმარებას არ უწევს

პენტაგონი ისრაელს ლიბანში მიმდინარე ოპერაციებისთვის სადაზვერვო დახმარებას არ უწევს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ისაუბრა.

კითხვაზე მხარს უჭერს თუ არა აშშ ისრაელის ოპერაციას ლიბანში, მათ შორის, სადაზვერვო თვალსაზრისით, სინგმა უპასუხა: "არა. არანაირი მხარდაჭერა. როდესაც საქმე ეხება ლიბანს, აშშ-ს სამხედრო ძალები ისრაელის ოპერაციებში ჩართულნი არ არიან".

ამასთან, სინგმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის აცილებისთვის დიპლომატიური სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ რაიმე ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში შემდგომი ესკალაცია. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და რეზოლუცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყოვლისმომცველი ომი". - თქვა სინგმა.

კომენტარები