ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მოწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
მდინარაძის თქმით, კობახიძე აშშ-ში, "უბრალოდ, არდაპტიჟების მიზნით დაპატიჟეს".
"ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა.
სთხოვა ვინმემ? არა!
უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს.
ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!
ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!
გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!
ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ". - წერს მდინარაძე.





