წელს თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"წელს თბილისობა 5-6 ოქტომბერს, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით - თუ რა კონცერტები ჩატარდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, რა გასართობი ღონისძიებები იქნება და ა.შ.". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.





