რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან თავდასხმებს გმობს. ამის შესახებ ზახაროვა უწყების გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს.
ზახაროვას შეფასებით, დაუშვებელია თავდასხმები, რომელთა მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება. მისი თქმით, აუცილებელია ძალადობის სპირალის შეჩერება ვიდრე სიტუაცია მთლიანად არ გამოვა კონტროლიდან.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ აღმოჩნდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე – როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფული სცენარი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონში არცერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვების ხარჯზე". - თქვა ზახაროვამ.





