არჩევნები 2024

პრეზიდენტი მოლაპარაკებებზე: მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა

მცდელობა იყო და იყო მე მგონი დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება რაც მივიღეთ დაახლოებით 30 2ლის მანძილწე დიპლომატიის და რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ "რაღაცა ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია" და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება საერთოდ, ეს წესია მოლაპარაკებებში, ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს, ამიტომ ეს მცდელობა იყო საჭირო, მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, უნდა რაღაც რისკი აიღო, რისკი ავიღე,  არ გამოვიდა...

აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ ვისი ბრალი იყო ჩაშლა- ალბათ, ყველასი და არავისი, ამავე დროს.  უფრო იყო ბრალი მოცემულობის, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავალიც, რადგან ყოველთვის არის შიში, რომ "აი, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი". ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელშემშლელი არის და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ არ გამოსულვართ ამ მოცემულობიდან.

მაგრამ ორი მთავარი დამნაშავეა ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული სისუსტედ. [თითქოს] თუ დათმობ და რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობ, ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნი პერიოდში ეს მძიმე დასაძლევია.

მეორე დამნაშავეა ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას - უნდობლობა და ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს ყველას ეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს, ამდენად ძალიან ძნელია გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან და ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს.

არ შედგა. არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ რაც არ შედგა, ეს ფაქტია, მაგრამ მოიტანა პროცესმა თავისი შედეგი, ეს უნდა დავინახოთ, თავისი პოზიტივი. ერთი ის, რომ განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის, ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა და სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება, ანუ ახალი პერსპექტივა იქმნება, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ უკვე ძალიან ნათლად ჩანს, რომ მიზანია ერთი -  ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან [გიორგი გახარია] ამ ქარტიაზე და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის შეგნება, რომელიც არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც.

ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ და არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, დღეს ყოველ შემთხვევაში, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში მათ გამოიჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არ გადიან, არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რაც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღე, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, ჯერ კიდევ შეიძლება ოცნება იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ოცნების გათვლა და ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, იმ პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ ბარიერს, მათ ეს ნაწილი დათმეს და უკვე ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან და გადაწყვიტეს, ქარტიის მონაწილენი მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.

რაც დამთავრდა და პოზიტივია ამ მთელი პროცესის, ეს არის, რომ ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც დიდი გამოწვევაა ყველასთვის. როგორც ვნახეთ ამ მოლაპარაკების პროცესში, არ არის ადვილი ბევრი რამის დათმობა, არ არის ადვილი იმის დანახვა, რომ შენ მეორე გჭირდება და არ არის ადვილი იმის გაგება, რომ რაც არ უნდა იყო შეთანხმებული მთავარ მიზანზე – საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი მომავალი, გესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების სასწაულად გამომწვევ მომენტში. ასეთი მომენტი, მე მგონი, არ დამდგარა, თუ არ ჩავთვლით 1918-1920 წლებს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებებზე.

კომენტარები