რუსეთი

რუსეთში საპატრიარქო და დუმის ნაწილი სასკოლო პროგრამიდან დარვინის თეორიის ამოღებას ითხოვს

Exler.ru

რუსეთის საპატრიარქო და დუმის დეპუტატების ნაწილი სასკოლო პროგრამიდან დარვინის თეორიის ამოღებას ითხოვს.

ინიციატივა მთავრობის თავმჯდომარის, მიხაილ მიშუსტინის მოადგილეს, ჩეჩნეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, მუსლიმ ხუჩიევს ეკუთვნის.

"ყველამ იცის, რომ ეს თეორია მცდარია, ის ეწინააღმდეგება რელიგიას. ეს არის ბავშვების სულიერი დეგრადაციის პირველი ნაბიჯი. ჩვენ შეგვიძლია ის უბრალოდ მოვაშოროთ. ამ თეორიას არც ერთი რელიგია არ აღიარებს". – თქვა ხუჩიევმა მშობელთა კომიტეტის სხდომაზე.

ხუჩიევის ინიციატივას პირველი გამოეხმაურა მართლმადიდებელი ოლიგარქი და ტელეარხ ცარგრადის დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეები:

"დღევანდელი მეცნიერება დარვინიზმს შანსს არ უტოვებს. ევოლუციონიზმი უღმერთო სექტად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ დარვინი თავად მორწმუნე იყო".

მოგვიანებით რუსეთის საპატრიარქოს ოჯახის, დედობისა და ბავშვთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ფედორ ლუკიანოვმა თქვა, რომ დარვინიზმი ანგლოსაქსური ცრუ მეცნიერება, რომელსაც კოლონიზაციისთვის იყენებენ.

"დღეს დარვინის თეორიას იყენებენ, როგორც ქვეყნების კოლონიზაციის ინსტრუმენტს. ეს იდეოლოგია ანგლოსაქსებისგან თავის დროზე ფაშისტურმა ძალებმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დარვინის თეორია სკოლის სახელმძღვანელოებში აღარ იქნება". – ამბობს ლუკიანოვი.

ანტიმეცნიერული განცხადება გააკეთა ასევე კრემლის პროპაგანდისტმა, ახალი რუსეთის იდეის თანაავტორმა და ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა:

"დარვინის თეორია ანტიმეცნიერულია. ის აწყობილია სიცრუეზე და დაუმტკიცებელ ჰიპოთეზებზე. სახეობები ღმერთმა შექმნა. მათ შორის ღვთიური ჩანაფიქრის ბარიერია. ქრისტიანულ კულტურაში ევოლუცია უკავშირდება ალქაჯებსა და სატანიზმს. მართლმადიდებლებისთვის კარგია მხოლოდ გამორჩეული ფიზიკა – სულიერი".  

კომენტარები