ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით 23-24 სექტემბერს ჩამოვა.
6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დელეგაცია ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას გამოაქვეყნებს.
დელეგაცია შეხვედრას გეგმავს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, შსს-ს მინისტრის მოადგილესთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან და წევრებთან, კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, დელეგაცია სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ქვეყანას სრული შემადგენლობით ეწვევა.





