ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა, ჯერ მხოლოდ ლიდერებმა, ერთგვარ ფიცს, რომ რაც რა უნდა მოხდეს, არასდროს "ბილწთ არ შევეკვრით ზავითა". არასდროს, არავინ, ჩვენი სიით მოხვედრილი პარლამენტში, თუ ჩვენი პარტიის რიგითი წევრი არ იქნება ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე გარიგებაში.
ვთხოვ ყველას, ოპოზიციურ პარტიებს, ვისიც ჩვენ გვჯერა და იმათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული - მოვაწეროთ ყველამ ერთად ამგვარ ფიცს ხელი. ჩვენი ახალგაზრდებს ფიცის მერე, რომელიც სულ ახლახან ძალიან ახლოს აქედან დაიდო და სამშობლოს დაცვას ეხებოდა, ეს ფიციც სამშობლოს დაცვას ეხება იმიტომ, რომ 26-ში ჩვენ ვიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილი ვერ წაგვართმევს არჩევანს, ვერ გადაგვიბირებს, ვერ წაიღებს ჩვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს.





