რამზან კადიროვი

კადიროვის მტკიცებით, მასკმა "ნაჩუქარი" TESLA-ს მანქანა დისტანციურად გაუთიშა

რამზან კადიროვი
Sky News

რამზან კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა Tesla-ს მანქანა Cybertruck-ი დისტანციურად გაუთიშა.

"ულამაზოდ მოიქცა ილონ მასკი. გულით მაჩუქა საჩუქარი და მერე  დისტანციურად გათიშა. ალბათ გახსოვთ Cybertruck-ი, რომელსაც ტყვიამფრქვევი დავუმაგრეთ და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გავგზავნეთ. მანქანა საბრძოლო დავალებებს შესანიშნავად ასრულებდა. ხოდა, ცოტა ხნის წინ, მასკმა მანქანა დისტანციურად გათიშა. არაკაცური საქციელია. მოგვიწია რკინის ცხენის ბუქსირით გამოტანა. აბა ასე როგორ შეიძლება, ილონ"? – წერს კადიროვი.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ჩეჩნეთის ლიდერმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტყვიამფრქვევით აღჭურვილ Cybertruck-ზე ამბობდა, რომ ილონ მასკმა პირადად აჩუქა.

კადიროვის სიტყვებზე დაყრდნობით ჟურნალისტმა სეტ აბრამსონმა მასკი გააკრიტიკა. 

19 აგვისტოს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში მანქანის ჩუქების ამბავი უარყო, ხოლო ჟურნალისტს ჩამორჩენილი უწოდა.

"მართლა ასეთი ჩამორჩენილი ხარ და იფიქრე, რომ რუს გენერალს Cybertruck(Tesla-ს ერთ-ერთი მოდელ) ვაჩუქე"? – წერდა სოციალურ ქსელში მასკი.

კომენტარები