გუშინ, 18 სექტემბერს კესარია აბრამიძე დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება სადარბაზოს სათვალთვალო კამერის კადრები, სადაც ჩანს ბრალდებულის სადარბაზოში შესვლა და გამოსვლა.
ვიდეოში ჩანს როგორ ელოდება ბრალდებული ლიფტს და 14 წუთის შემდეგ ჩანს მისი კიბეებზე ჩამორბენა.
შსს-მ 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.





