არჩევნები 2024

ხაზარაძე: საუბარი მიდის კონსტრუქციულად, 1 საათში დავბრუნდებით

ფოტო: Facebook/Mamukakhazaradzeofficial

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს. მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრას ერთ საათში განაახლებენ.

"საუბარი მიდის კონსტრუქციულად, 1 საათში დავბრუნდებით. მადლობა" - თქვა ხაზარაძემ.

მეორე დღეა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის პარტიების საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ პირისპირ, ასევე, ლიდერებს ორჯერ უმასპინძლა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები