არჩევნები 2024

დოლიძე გახარიაზე: სად არის მტკიცებულება, რომ ერთად მეტი შედეგი გვაქვს, ვიდრე ცალ-ცალკე

ბუნებრივია, რომ ჩვენ გვჭირდება დრო იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ჩვენს მხარდამჭერებთან და ასევე 4 პარტიას შორის.

[...] სად არის მაჩვენებლები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ ერთად მეტი შედეგი გვაქვს ვიდრე ცალ-ცალკე იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კოალიცია გავაფორმოთ არჩევნების შემდეგ - არჩევნები უნდა მოვიგოთ ჯერ.

მტკიცებულება, რომ ჩვენ ერთად უკეთეს შედეგს დავდებთ ვიდრე ცალ-ცალკე, მე ამას ჩემს ხალხს ჯერ ვერ ვაჩვენებ.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, ამ დროისთვის ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან, გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკების შეხვედრაზე იმყოფებიან.

კომენტარები