ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ, გარდა მაგისა, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შეწირეს და როგორმე ჩვენც, ამ სანქციებს გადავიტანთ თუ იქნება - ჯერ იყოს და მერე.
tbl.ge/6wk7
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.
აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ევროპული ღირებულებები სხვაგანაა, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები კი სხვაგან
- ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი




