15 სექტემბერს, უკრაინის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სპეცრაზმმა სირიაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა.
სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინელებმა იერიში მიიტანეს სირიაში მდებარე დრონების რუსულ ბაზაზე.
დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით სპეცოპერაცია ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩატარდა.
აღნიშნულ ბაზაზე რუსი სამხედროები აწარმოებდნენ და ცდიდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს.
გარდა ამისა, რუსები ბაზას "თვითფეთქებადი კამუფლირებული მოწყობილობების" დასამზადებლად იყენებდნენ.
გამოცემა Kyiv Post-მა უკრაინის დაზვერვის მიერ მიწოდებული სპეცოპერაციის ამსახველი მასალაც გამოაქვეყნა.