ლატვიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას საბრძოლო სადაზვერვო-ტრანსპორტს გადასცემს. CVR(T) ტიპის ჯავშანმანქანები ლატვიამ მანამდე ბრიტანეთისგან შეიძინა.
"ოპერატიული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" დეპარტამენტში ტექნიკის ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ლატვიამ 2023 წლიდან დადო პირობა, რომ 2026 წლამდე უკრაინას ყოველწლიურად თავისი მშპ-ს 0.25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
CVR(T) არის ბრიტანული სადაზვერვო ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც მე-20 საუკუნის შუა წლებში შეიქმნა. ამ მანქანებით განსხვავებული ოპერაციების შესრულებაა შესაძლებელი, მათ შორის, სადაზვერვო, საევაკუაციო, საპატრულო, სახანძრო და ა.შ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვია უკრაინას ასობით ერთეულ კომპიუტერულ აღჭურვილობას, სპეციალიზებულ ტანსაცმელს, ბინოკლებს და თავდაცვის ძალების სხვა აღჭურვილობასაც გადასცემს.
11 სექტემბერს ლატვიის პრემიერ მინისტრმა, ევიკა სილინამ ასევე თქვა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები.





