უკრაინა-ლატვია

ლატვიამ უკრაინას გადასცა 271 მანქანა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ჩამოართვეს

დეკემბრის შუა რიცხვების მონაცემებით, ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა 271 მანქანა, რომელიც მანამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ჩამოართვეს. ჩამორთმეული მანქანების ჯამური ღირებულება თითქმის მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ლატვიის სეიმმა თებერვალში მიიღო კანონი ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 160 ათას ევროზე მეტი ღირებულების კიდევ 34 ავტომობილის გადაცემის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას მთავრობა განსახილველად ამზადებს.

ლატვიიდან ჯამში წელს უკრაინაში 1 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის მანქანა გაიგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ევროა.

ლატვიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა აღნიშნა, რომ უკრაინას ლატვიაში მხარს უჭერს მთელი საზოგადოება, "მათ შორის ისინიც, ვინც მანქანებს ნასვამ მდგომარეობაში მართავენ". მისივე თქმით, უკრაინას განურჩევლად არა ყველას, არამედ ფუნქციურ მანქანებს აწვდიან. 

კომენტარები