2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

ვინ დააჯილდოვა ზურაბიშვილმა ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში შეტანილი წვლილისთვის – სია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოებაზე
ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოპოვებული გამარჯვებისთვისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სპორტის წარმოჩენისთვის ოლიმპიელები, პარალიმპიელები,  ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების წევრები, მწვრთნელები და სხვა ადამიანები, ვისაც ქართული სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი, მედლებით დააჯილდოვა.

ზურაბიშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით შემდეგი პირები დააჯილდოვა:

  • ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში
  • ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონო ძიუდოში
  • გიგა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში)
  • გენო პეტრიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლაშა შავდათუაშვილი - სხვადასხვა დროის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს  პრიზიორი ძიუდოში

ბრწყინვალების ორდენით კი დაჯილდოვდნენ:

  • ტატო გრიგალაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში
  • ზურაბ ზურაბიანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • გივი მაჭარაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ილია სულამანიძე - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში
  • გიორგი ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • რევაზ ჩიკოიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • ვლადიმერ ჭინჭარაული - პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა შემდეგ პირებს:

  • ლაშა გურულს - ოლიმპიურ პრიზიორს კრივში
  • ნინო თიბილაშვილს - პარალიმპიურ პრიზიორს ეტლით ფარიკაობაში
  • ინა ქალდანს - პარალიმპიურ პრიზიორს პარაძიუდოში
  • ანა ჯაფარიძეს - პარალიმპიურ პრიზიორს პარატაეკვონდოში
  • აკაკი ჯინჭარაძეს - პარალიმპიურ პრიზიორს პარაწოლჭიმში
  • გურამ თუშიშვილს - 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ძიუდოში, 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრს
  • ვაჟა მარგველაშვილს - 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ძიუდოში,  2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრს
  • ლაშა გუჯეჯიანს - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • ამბაკო ავალიანს - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელს
  • გურამ მოდებაძეს - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელს
  • ლომერ ჟორჟოლიანს - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს
  • ლევან ქოჩიევს - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელს
  • ბესიკ რაჯებაშვილს - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს
  • გიორგი იანტბელიძეს - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • დავით ხურციას - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელს
  • გიორგი ასანიძეს - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • ავთანდილ გახოკიძეს - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელს
  • ბეჟან ჭიჭინავას - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • ილია ტლაშაძეს - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელს
  • მერაბ ბაზაძეს - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • არჩილ უგულავას - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს
  • შოთა გოჩიაშვილს - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • ალექსანდრე გვასალიას - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს
  • დავით ილარიანს - საქართველოს პარამძლეოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • ზაზა ხოსმაზარაშვილს - საქართველოს პარამსროლელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს
  • არჩილ ბარამიძეს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • გია ობოლაძეს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • ლევან ქობულაშვილს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • ალექსი ღვინიაშვილს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • კახა წიკლაურს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • მირზა ხაბარელს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • ლევან გერლიანს  -  2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • ვიქტორია გოგოლაშვილს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • სპარტაკ გორგაძეს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • დავით მანთიძეს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • მალხაზ მესხს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელს
  • გიორგი წასიძე - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირად მწვრთნელი

ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობისა და პარასპორტის განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის ევროპის ჩემპიონსა და ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელს, 2024 წლის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრს, ირმა ხეცურიანს გადასცა.

თამარ მეფის ორდენით პრეზიდენტმა მსოფლიოში ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ათგზის მონაწილე, ნინო სალუქცაძეც დააჯილდოვა.  

ამასთანავე, პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების მედლებით შემდეგი ადამიანები დააჯილდოვა:

  • ეთერ ასკილაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • სანდრო ბაზაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ფარიკაობაში
  • ლაშა გობაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • ვლადიმერ გამყრელიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლუბა გოლოვინა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბატუტზე ხტომაში
  • რამაზ ზოიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • რობერტ კობლიაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • ეთერ ლიპარტელიანი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • შოთა მიშველიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში
  • გიორგი ნიკოლაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში
  • ანა ნიჟარაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში
  • გიორგი სარდალაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • სოფიო სომხიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • ნოე ფანცხავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში
  • დავით ქავთარაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარამძლეოსნობაში
  • ლაშა ყიზილაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარაძიუდოში
  • გიორგი ყუშიტაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი კრივში
  • ლია ჩაჩიბაია - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში
  • ირაკლი ჩხეიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში
  • გოდერძი ძებისაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლიკა ხარჩილავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში
  • მამუკა ხაბარელი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
  • გიორგი ესაკია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • ივანე მეკრავიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • რუსუდან აფციაური - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი
  • თეონა ომანაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
  • რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
  • შალვა მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • გიორგი ოკრიბელაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის  ვიცე-პრეზიდენტი
  • რევაზ რევაზიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი
  • გიორგი მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • თინათინ რევაზაშვილი  - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარალიმპიადის მისიის ატაშე
  • ნინო მეუნარგია - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
  • თინათინ ჯავახიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი
  • სოფიო გიორგიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი
  • თეიმურაზ ბახტურიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პერსონალური ასისტენტი
  • ირაკლი დაუშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს დამხმარე
  • უშანგი ზაალიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეტლით მოფარიკავეთა დამხმარე
  • ბექა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონის პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში) დამხმარე
  • ზურაბ კახაბრიშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი
  • ვახტანგ ღოლიჯაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ავთანდილ ხმიადაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ფირუზ ტუნაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი
  • ავთანდილ თელია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • გიორგი მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • თეიმურაზ მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ვაჟა ომარაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • რუსლან ღიბრაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ლაშა ღონღაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • გიორგი ჭინჭარაული - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

კომენტარები