Edison Research-ის კვლევა

Edison Research: 78%-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ოპოზიციამ დებატები გამართოს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართოს.

კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. 

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.

კომენტარები