ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა, შანსი სხვა პარტიას მიეცეს, 65%-მა თქვა, რომ შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს - 35% კი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ხელახალი არჩევა დაიმსახურა.
ასევე, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვება საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი იქნება, 44% კი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი ისევ ქართული ოცნების გამარჯვება იქნება.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



