2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები

პრეზიდენტი ოლიმპიადაზე: პოლარიზაციის მიუხედავად, შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს

ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება და სახალხო ზეიმი ამას ემსახურება. სამაგალითოცაა მაგალითი ინკლუზიურობისა და თანასწორობის, სწორედ ესაა ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეგუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას.  მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა თუ არსებული პოლარიზაციისა, მაინც შეგვიძლია ერთად გვიხაროდეს, ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებისას.

კომენტარები