ეს ტერმინები არის უსიამოვნო, თავად ამ ტერმინების და განცხადებების ავტორებისთის - არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში.
ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების მანძილზე ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო - ჩვენ ამაზე ვსწავლობდით რაღაცებს წლების მანძილზე და დღეს ამ ინსტიტუტში, უმნიშვნელოვანეს, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კუტლურის ხარისხის ასეთი მასშტაბის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი.
რაც შეეხება სენატორ რიშს - ის იყო 2012 წელს ჩამოსული ნაცმოძრაობის მხარდასაჭერად და იყო ნაცმოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება.





