Space X

ისტორიაში პირველად Space X-ის კერძო ხომალდის მგზავრები ღია კოსმოსში გავიდნენ

ფოტო ვიდეოტრანსლაციიდან
Space.com

12 სექტემბერს ილონ მასკის კომპანიამ, SpaceX-მა წარმატებით შეასრულა ისტორიაში პირველი კერძო კოსმოსური მისია. მისია ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი არასამთავრობო, კერძო პირებისგან შემდგარი კოსმოსური გასეირნება.

მისიას, სახელად Polaris Dawn სპონსორი და მილიარდერი ავიატორი ჯარედ აიზეკმანი ჩაუდგა სათავეში. Space X მთლიან მისიას პირდაპირი ტრანსლაციით, დილის 6:12-დან აშუქებდა.

ოთხკაციანი ეკიპაჟიდან ღია კოსმოში მხოლოდ ორნი, ისააკმანი და გილისი გამოვიდნენ და თითოეულმა კოსმოსურ ვაკუუმში დაახლოებით 10 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდის ორი წევრიდან მხოლოდ ორი გავიდა ღია კოსმოში, ეკიპაჟის ოთხივე წევრი შესაბამისი ახალი  კოსმოსური კოსტუმებით იყო აღჭურვილი. Polaris Dawn-ის მიზანი იმ ახალი კოსმოსური კოსტიუმებისა და ტექნოლოგიების შემოწმება იყო, რომლებიც სამომავლოდ მთვარეზე და მარსზე მისიებისთვის იქნება გამოყენებული.

კოსმოსურ გასეირნება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Polaris Dawn-ის მისიისათვის. აქამდე ღია კოსმოსში მხოლოდ სამთავრობო კოსმოსური სააგენტოების ასტრონავტები ორბიტაზე კოსმოსური სადგურების ასაშენებლად, თანამგზავრების შესაკეთებლად და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად გადიოდნენ.

Polaris Dawn-ის მისიამ NASA-ს Apollo-ს პროგრამის მერე პირველად დაამყარა კოსმოსში ყველაზე შორი მანძილით მოგზაურობის რეკორდი.

ოთხკაციანი ეკიპაჟის წევრები არიან კომპანია Shift4-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი  ჯარედ აიზეკმანი, ყოფილი საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ კიდ პოტეტი და SpaceX-ის ინჟინრები სარა ჯილისი და ანა მენონი. ისააკმანი, რომელმაც დააფინანსა და მონაწილეობა მიიღო  SpaceX-ის პირველ მთლიანად სამოქალაქო 2021 წლის მისიაში ამჟამად SpaceX-თან პარტნიორობით აფინანსებს Polaris Dawn-ის მისიასაც.

კომენტარები