საქართველო კრიზისშია არა ქართველი ხალხის, არამედ პოლიტიკური სპექტრის გამო.
ქართველი ხალხი ზის მანქანაზე რომელსაც ჰყავს უპასუხისმგებლო, ბრმა, უდისციპლინო, უმეცარი მძღოლი, სახელად პოლიტიკური ელიტა (ფართო გაგებით).
ამ საქმეში იმისათვის, რომ მანქანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიიყვანო, გჭირდება:
1. თანმიმდევრულობა - ფიზიკურად შეუძლებელია, საკმარისი ადამიანი დაარწმუნო გამოგყვეს, თუ შენი ყოველი მომდევნო სიტყვა წინას გამორიცხავს.
მაგალითად, ფიზიკურად შეუძლებელია, ოდნავ გონიერმა ადამიანმა დაგიჯეროს, რომ "კოალიციური მთავრობა მოდის" და "ვინც მიშას დაუპირისპირდება, განულდება" ერთდროულად.
ეს ურთიერთგამომრიცხავი სიგიჟე შეიძლება დაიჯეროს დებილმა, ან უსინდისომ - პირადი გამორჩენისთვის, რასაც აუცილებლად "სამშობლოთი" და მაღალი მატერიებით გაამართლებს, როგორც ყველა ნაძირალა.
ყველა დებილი არაა და პროცესში გონიერი ხალხის ჩართულობა გვჭირდება.
მაგალითად, შეუძლებელია, გონიერმა ადამიანმა დაიჯეროს, რომ ევროპისკენ მიდიხარ, თუ გაფინანსებს ადამიანი, რომელზეც ბიბისი ევროჯასტთან თანამშრომლობით ფილმებს იღებს, რომ ევროპელებს ძარცვავს და შეერთებული შტატების მთავრობას სავიზო სანქცია აქვს დაკისრებული ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით.
სულელი დაიჯერებს, მაგრამ ყველა სულელი არაა და ცვლილებებს ყველა სჭირდება.
2. სისტემური ხედვა - შეუძლებელია, შენ სწორი დიაგნოზი დასვა და სწორი მკურნალობა დანიშნო, თუ ორგანიზმის ანატომია არ იცი, ორგანიზმს სისტემურად ვერ ხედავ და ვერ ხვდები, ერთმა გადაწყვეტილებამ რა ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.
სისტემური სიბრმავის შედეგია "რეგიონებში გასული" ბეყე პოლიტიკოსები, რომლებიც რაიონულ ცენტრებში ტელეკამერების წინ დგებიან და მოსახლეობას აფრთხობენ, ან პრიალა ბუკლეტებს ატენიან, იმის იმედით, რომ ეს ხალხი გაიქცევა და სასწრაფოდ ცვლილებებს დაუჭერს მხარს ნიყვისფერად დაწერილი დაპირებების გამო.
სისტემური სიბრმავის ბრალია დაქირავებული აქტივისტებით ცვლილებების ამაო მცდელობა.
სისტემური სიბრმავის შედეგია ქართული პარტიებიც.
3. მოქნილება - მოქნილება ხშირად უპრინციპობაში ერევათ, სინამდვილეში მოქნილება ისაა, რომ შენი პრინციპების გატარება ყველა ვითარებიდან შეძლო - be like water - თუ დიდ პარტიაში ხარ, იქ იარო პრინციპებით, თუ იზოლაციაში მოგაქცევენ - იქიდან იარო ნაბიჯ-ნაბიჯ პრინციპული ამოცანებისკენ... სასოწარკვეთას არ მიეცე, არ აღრიალდე, რომ დაიღუპე! მიზანზე თვალი გეჭიროს და ორმოდანაც მიზნისკენ ამოძვრე.
4. იდენტიფიცირება - იმისათვის, რომ პოლიტიკოსს ენდონ, ტელევიზორიდან ბრტყელი სიტყვები საკმარისი არაა, ამ სიტყვებს გამზიარებლები სჭრდება, სხვადასხვანაირი ხალხი, რომელიც ამ სიტყვებს ავრცელებს იმ გარემოში, რა გარემოშიც ის შინაურია და მასთან იდენტიფიცირება იოლად ხდება.
ამისთვის სჭირდებათ პოლიტიკოსებს იდეური მხარდამჭერები, ადამიანები რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის იდეები მათი იდეებია და ამ იდეებს ავრცელებენ იქ, სადაც მისნაირები არიან და მას ენდობიან.
მოკლედ, მეგობრებო... ესაა, რაც პოლიტიკურ სპექტრს აკლია.
და ასეთია ის პოლიტიკური გუნდი, რასაც ჩვენ ვქმნით და ვაფართოვებთ.
ეს ჩემი მოგონილი არაა.
ვისაც პოლიტიკა უყვარს, სწავლობს, მეცადინეობს... იმან ეს იცის.
უბრალოდ ჩვენთან პოლიტიკოსებს სწავლა, ცოდნა, პრინციპები და ხედვა კი არ მოეთხოვებათ, ბელადის და ფულის ტომრების ამბორია მათი წარმატების გზა და მლიქვნელობით მთვრალები მიგვაქანებენ ჩიხში.
ამიტომ ყვირიან "ჩერგო გვლ'ანძღავს" - უმეცარი ყეყეჩები არიან და ვერ ხვდებიან, რას ვლაპარაკობ, "დედაშენია სიმპატიურიო" - იბრიქებიან.
ხოდა, მე მინდა ეგენი საჭიდან გადავყარო.





