ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი

ნიკოლ კიდმანმა დედის გარდაცვალების გამო ვენეციის კინოფესტივალი დატოვა

Fox News

ნიკოლ კიდმანმა დედის გარდაცვალების გამო ვენეციის კინოფესტივალი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა, The Guardian ავრცელებს.

ავსტრალიელმა მსახიობმა ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

გამოცემის ცნობით, ნიკოლ კიდმანმა დედის, ჯანელ კიდმანის გარდაცვალების შესახებ ვენეციაში ჩასვლის შემდეგ შეიტყო, რის გამოც მსახიობი მისი ახალი ფილმის Babygirl-ისთვის პრიზის გადაცემის ცერემონიას ვეღარ დაესწრო.

პრიზის გადაცემის ცერემონიაზე კიდმანის წერილი Babygirl-ის რეჟისორმა, ჰალინა რეინმა წაიკითხა.

"შოკში ვარ და ოჯახთან მიწევს დაბრუნება, თუმცა ეს პრიზი მისთვისაა, მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, გამიძღვა და მან შემქმნა მე.

სიცოცხლისა და ხელოვნების შეჯახება გულსატკენია" - ეწერა კიდმანის წერელში, რომელიც ჰალინა რეინმა წაიკითხა.

კომენტარები