ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი

დემიენ შაზელი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

Deadline

ოსკაროსანი რეჟისორი დემიენ შაზელი 2023 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შაზელის ფილმებით ვენეციის კინოფესტივალი ორჯერ გაიხსნა. პირველად 2016 წელს ლა ლა ლენდით, 2018 წელს პირველი ადამიანით

მეორეხარისხოვანი სექციების ჟიურის თავმჯდომარეებად რეჟისორები იონას კარპინიანო და ელის დიოპი დაინიშნენ. კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცემათ ჰონგ-კონგელ მსახიობს ტონი ლიუნ ჩუნ ვაის და იტალიელ რეჟისორს ლილიანა კავანის.

შაზელის ბოლო ფილმი Babylon გასულ წელს გამოვიდა და ოსკარის 3 ნომინაცია მიიღო.

კომენტარები