ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი

იორგოს ლანთიმოსის ტრიუმფი – ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Deadline

2023 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ფესტივალის მთავარი ჯილდო ოქროს ლომი იორგოს ლანთიმოსს ფილმისთვის Poor Things გადაეცა.

რიგით მე-80 ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ფილმი

Poor Things, რეჟ. იორგოს ლანთიმოსი

ჟიურის გრან პრი

Evil Does Not Exists, რეჟ. რიუსუკე ჰამაგუჩი

საუკეთესო რეჟისორი

Io Capitano, რეჟ. მატეო გარონე

ჟიურის სპეციალური პრიზი

Green Border, რეჟ. აგნეშკა ჰოლანდი

საუკეთესო სცენარი

El Conde

საუკეთესო მსახიობი ქალი

კეილი სპეინი ფილმისთვის Priscilla

საუკეთესო მსახიობი კაცი

პიტერ სკარშგორდი ფილმისთვის Memory

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი

სეიდუ სარი ფილმისთვის Io Capitano

Poor Things მსოფლიო კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.

კომენტარები