2024 წლის ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გუშინ, 7 სექტემბერს დასრულდა. ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარს, ფილმისთვის The Room Next Door გადაეცა.
წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, ქართველი რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი მისი ფილმით, "აპრილით" მონაწილეობდა - კულუმბეგაშვილის ფილმმა ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.
რიგით 81-ე ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო ფილმი
The Room Next Door, რეჟ. პედრო ალმოდოვარი
ჟიურის გრან პრი
Vermiglio, რეჟ. მაურო დელპერო
ჟიურის სპეციალური პრიზი
April, რეჟ. დეა კულუმბეგაშვილი
საუკეთესო სცენარი
I’m Still Here
საუკეთესო მსახიობი ქალი
ნიკოლ კიდმანი, ფილმისთვის Babygirl
საუკეთესო მსახიობი კაცი
ვინსენტ ლონდონი, ფილმისთვის The Quiet Son
მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი
პოლ კირხერი, ფილმისთვის And their Children After Them
The Room Next Door მსოფლიო კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა





