არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: ოცნების ბოლო იმედი სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია

ქოცების ახალციხის შეხვედრის ნიუსებს ვკითხულობ ახლა - ჰედლაინებს.

ძალიან სასოწარკვეთილები არიან და მხოლოდ და მხოლოდ იმ პროდასავლელ მოქალაქეებს შეუძლიათ მათი გადარჩენა, რომლებიც არჩევნებზე სახლში დარჩებიან.

დარჩენილ 50 დღეში ოპოზიცია თვისებრივად ვერაფერს შეცვლის - ერთადერთი, რაც შეიძლება ქნას ისაა, რომ ლელო და გახარია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა ამ გაერთიანებას ძალა შემატოს, იმისთვის, რომ სააკაშვილ/მერაბიშვილ/კეზერაშვილის (ანუ ნაცების და აჰლების) საპირწონე, დამბალანსებელ ძალად გამოჩნდეს.

პრობლემაა ჩვენი ამომრჩეველიც.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 50 ათასი იდენტიფიცირებული ამომრჩეველი ჰყავს (იდენტიფიცირებულზეა მხოლოდ საუბარი).

დაახლოებით 30 ათასი არჩევნებზე მაინც გავა - ცხვირზე ხელს მოიჭერს და ხმას რომელიმე ოპო პარტიას მისცემს (რასაც ვუყურებთ, ეს 30 მეტწილად ლელოსა და გახარიას შორის განაწილდება).

დაახლოებით 20 ათასი (მხოლოდ იდენტიფიცირებულებიდან) ან სახლში რჩება, ან ყველას გადახაზავს - თუ ასარჩევებში ჩვენ არ გვხედავს.

სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია ოცნების ბოლო იმედი.

წერს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები