საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წყალტუბოში ქართული ოცნების წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა "ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზების, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევის" შედეგია.
"ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.
ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.
ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე - შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ - შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს - "მე ვესროლე" კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.
ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს". - წერს პაპუაშვილი.
ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)