26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად, მარტივი არჩევანი: პატრიარქის ქადაგება თუ მიხაელ როთის ლანძღვა ეკლესიის მიმართ. ქართველი მეფეების პატივისცემა თუ მეფეების მლანძღავი ლევან ბერძენიშვილის ბჟუტური. საშობაო ალილოზე მსვლელობა თუ გეი აღლუმების ჩატარება. ქალისა და კაცის ქორწილში წასვლა თუ კაცისა და კაცის ფართებზე სიარული. 800-წლიანი ღვინის პატივისცემა თუ რამდენიმეწლიანი ნიკა გვარამიას მხრიდან ღვინის შეურაცხყოფა. მონობა თუ სუვერენიტეტი. ომი თუ მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, ხალხს ამ არჩევანის გაკეთება არ შეეშლება და როცა ამ არჩევანს გააკეთებს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება.
არჩევნები 2024
მაჭარაშვილი: 26 ოქტომბერს არჩევანია - საშობაო ალილოზე მსვლელობა თუ გეი აღლუმების ჩატარება
tbl.ge/6w26
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია
- ცესკო: ენმ-ს და გახარიას პარტიის მიზანი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა
- შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი ახალი არჩევნებისთვის – ოპოზიციონერები ზურაბიშვილს შეხვდნენ