როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა არ აპირებს რეგისტრაციას.
ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში - შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნებზე დაკვირვება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ ერთი პროცენტიც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში.
არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ რუსული კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში.





